პოლიტიკა
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. Associated Press-ის მონაცემებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა უკვე დააგროვა. მის დემოკრატ მეტოქეს, ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს - 218 ხმა აქვს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ინიდიანას შტატის გუბერნატორი მაიკლ პენსი დაიკავებს.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.
Print