პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: "დონალდ ტრამპის გამარჯვებას წინასწარ ვჭვრეტდი"
საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპს მხარდაჭერას უცხადებს. მან „ფეისბუქზე“ ტრამპთან ერთად ბათუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შედეგს წინასწარ ჭვრეტდა. იგი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს კი უწოდებს „ძლიერ პიროვნებას არაპროგნოზირებადი პოლიტიკით“.

"მას ვიცნობ 20 წელიწადია, ჩვენ ვმეგობრობთ. ამას წინასწარ ვჭვრეტდი კიდეც", - წერს სააკაშვილი.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა.
Print