არჩევნები
დღეს ცესკო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს
სხდომა, რომელზეც შემაჯამებელი ოქმის მიღება მოხდება, ცესკო-ში 13:00 საათზეა დანიშნული. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პრეზიდენტმა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი უნდა დანიშნოს. ის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის მიხედვით, 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს.

არსებული ინფორმაციით, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება და მას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის.

Print