არჩევნები
ეს ადამიანები მზად არიან 24 საათი იზრუნონ თქვენზე - პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ კანდიდატებზე
ეს ადამიანები მზად არიან 24 საათი იზრუნონ თქვენს კეთილდღეობაზე - ასე წარადგინა პერემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ სამეგრელო-ზემო სვანეთში მერობის კანდიდატები. მანამდე, მთავრობის მეთაურმა რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ამომრჩევლებისთვის სიტყვით არც ერთ კანდიდატს არ მიუმართავს. შეხვედრა საქართველოს ჰიმნით დასრულდა.



მმართველი გუნდიდან მერობის კანდიდატები არიან:

ზუგდიდი - ლაშა გოგია

მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი

ფოთი - გოჩა კურდღელია

აბაშა - ლევან მაკალათია

სენაკი - ლევან კუპრეიშვილი

მარტვილი - ალექსანდრე გრიგალავა

ხობი - გოჩა ქაჯაია

წალენჯიხა - ბესიკ ფარცვანია

ჩხოროწყუ -დავით გოგუა

კანდიდატების წარდგენას რამდენიმე ათასი მოქალაქე ესწრება. ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ.

Print