არჩევნები
დავით ბაქრაძე: ასეთი სასოწარკვეთილი ზუგდიდი არ მახსოვს
„დიდი ხანია ზუგდიდში დავდივარ და არ მახსოვს ასეთი სასოწარკვეთა და გაჭირვება“, - ეს განცხადება დავით ბაქრაძემ დადიანების სასახლის ეზოში „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევა მძიმე სოციალური მდგომარეობაა და „ევროპული საქართველოს“ ამოცანა არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლა, არამდე იმ კონკრეტული პრობლემების მოგვარებაა, რომელიც ზუგდიდელებს აწუხებთ.

„ადამიანებმა დაკარგეს ერთადერთი შემოსავალი. დღეს აქცია ჰქონდათ გუბერნიასთან და ადგილობრიმა მთავრობამ პასუხად თითო ლიტრი შესაწამლი პრეპარატის დარიგება შესთავაზა. ეს არის სატირალი და ამ არჩევნებზე ამის მთქმელ მთავრობას უნდა გავუხადოთ საქმე სატირლად. ხალხს სჭირდება ზიანის კომპენსაცია, სჭირდება პენსიის მომატება. ზუგდიდის შემთხვევაში, პრემიების თანხების ეკონომიის ხარჯზე პენსიის 25 ლარით მომატება იგეგმება“, - აღნიშნა ბაქრაძემ.




დღეს "ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ცერემონიას ოპოზიციური პარტიის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი დაესწრო.

ამავე თემაზე:

„ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა (ვიდეო)
Print