არჩევნები
დომენტი სიჭინავა მედიისთვის ხვალ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს ®
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი (ზვიად) სიჭინავა, ხვალ მედიისთვის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. დომენტი სიჭინავა მედიის გარდა, საკუთარ ხედვასა და პრიორიტეტებს 22 სექტემბერს არასამთავრობო სექტორსაც გააცნობს, ხოლო ზუგდიდში, ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია, 24 სექტემბერსაა დაგეგმილი.

მედიასა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები 21 და 22 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო მოსახლეობისთვის დაგეგმილი შეხვედრა 19:00 საათზე აიღებს სტარტს.

პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, დომენტი სიჭინავა შეკითხვებს უპასუხებს.

ინფორმაციისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დომენტი სიჭინავას საარჩევნო ნომერი 42-ია.

Print