არჩევნები
ზვიად სიჭინავამ მედიას საარჩევნო პროგრამა გააცნო (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ მედიას საკუთარი პროგრამა წარუდგინა. შეხვედრა, რომელიც კამერებისთვის დახურული იყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სიჭინავას თქმით, მისი, როგორც მერობის კანდიდატის მთავარი პრიორიტეტი დასაქმება და სოციალური უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია განათლების, ტრანსპორტის, სპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხები.

„დასაქმება და ხალხთან ურთიერთობა. ეს არის ჩემი მთავარი მესიჯი. ჩვენ გვჭირდება ერთი მამართულება და ერთიანი აზრი ყველა მიმართულებით. ზუგდიდელები თუ ამის შანსს მომცემენ, ვეცდები, რომ ეს ყველაფერი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოვაგვარო. რაც შეეხება შანსებს, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ერთი ხმაც, რომ იყოს ის იქნება მოცემული ჩემთვის და არა პარტიისთვის“, - უთხრა ჟურნალისტებს სიჭინავამ.



მისი შესაფებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროფესიონალი კადრების სიმცირეა და გამოსავალი საჯარო უწყებების კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებაა. სიჭინავა სხვა საკითხებთან ერთად, გარევაჭრობის პრობლემასაც შეეხო და განმარტა, რომ მოვაჭრეებს გადასახადები მაქსიმალურად უნდა შეუმცირდეთ, რათა ბაზრის შინგითა ტერიტორიაზე მუშაობა შეძლონ.

ზუგდიდის მერობის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი საკუთარი პროგრამის პრეზენტაციას არასამთავრობო სექტორისთვის ხვალ გამართავს. მოსახლეობასთან შეხვედრა 24 სექტემბერსაა დაგეგმილი.

Print