არჩევნები
ზუგდიდის მერობისთვის შვიდი კანდიდატი იბრძოლებს
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის მერობის 7კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან ექვსი მათგანი მერობისთვის პარტიული ნომრით, ერთი კი დამოუკიდებელ კანდიდატად იბრძოლებს. დარეგისტრირებული კანდიდატებიდან ორის ვინაობა დღეს გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი გიზო სტურუაა, რომელიც კენჭს საარჩევნო ბლოკ „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოდან“ იყრის, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზურაბ ჯინჯოლავაა.

დღეს დარეგისტრიდა ცესკოში მმართველი პარტიიდან მერობის კანდიდატი ლაშა გოგია. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს - ლევან კონჯარია, „ევროპული საქართველოდან“ - ლელა ქებურია, ხოლო „პატრიოტთა ალიანსიდან“ - გოგიტა ბიგვავა იყრიან. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილია ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი(ზვიად) სიჭინავა.




დღეს ცესკოში კანდიდატების დარეგისტრირების ბოლო ვადა იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Print