არჩევნები
ზუგდიდის მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს: ოთხი წლის მერე გამოვალ „ბირჟაზე“ და პანღურს ვერ ამომარტყამთ (ვიდეო)
„ბოდიში, მაგრამ სლენგი უნდა ვიხმარო... ჩვენ გაზრდილები ვართ იმ პერიოდში, როდესაც „ფუფულო“ რაღაცას ნიშნავდა, ჩვენ გაზრდილები ვართ ისე პერიოდში, როდესაც ვაჟკაცური სიტყვა რაღაცას ნიშნავდა... მე გპირდებით თქვენ - ახალგაზრდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამირჩევთ, ზუგდიდელებისთვის ბირჟა იყო ყველაზე მაგარი ადგილი და სიტყვას გაძლევთ, ოთხი წლის მერე გამოვალ ამ ბირჟაზე და ვერც ერთი თქვენთაგანი ვერ ამომარტყამს პანღურს“, - ასე მიმართა ახლაგზარდებს ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე.

მან ახალგაზრდებს პირობა მისცა, რომ ქალაქში იქნება კინოთეატრი და სხვა გასართობი ადგილები.

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას კულტურის ცენტრ „ოდიშში“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. ზვიად სიჭინავას საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი დასაქმება და სოციალური უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, სიჭინავა თვლის, რომ მნიშვნელოვანია განათლების, ტრანსპორტის, სპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხები.

ფართომასშტაბიან პრეზენტაციამდე, დომენტი სიჭინავამ საკუთარი ხედვები მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებსა გააცნო.

Print