არჩევნები
დომენტი სიჭინავა ლაშა გოგიას: თუ თქვენ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ პრემია 41 ნომერს შემოვხაზავ

„ბატონო ლაშა, მომწონს, რაც თქვენ თქვით, მაგრამ მინდა გითხრათ, საჯაროდ ვიტყვი. თქვენ ახსენეთ, რომ 9 თვეა

მუნიციპალიტეტის

 

თავკაცი ხართ. თუ დამიმტკიცებთ, რომ თქვენ და თქვენს მოადგილეებს ამ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ პრემია და დანამატი, მე - ზვიად სიჭინავა, 21 ოქტომბერს 41 ნომერს შემოვხაზავ", - ასე მიმართა ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი(ზვიად) სიჭინავამ ზუგდიდის მერობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან", ლაშა გოგიას- საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში - "თვითმმართველობა2017".

"თუ თქვენ ამის დასტურს მომცემთ, მე ამას გავაკეთებ. გეუბნებით, ერთად გავაკეთოთ გასაკეთებელი, რადგან ეს ხალხი არის ისეთ პირობებში, როგორც საქონელი", - განაცხადა დომენტი სიჭინავამ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დებატების მიმდინარეობისას, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი სიჭინავამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში სოციალური ვითარება ძალიან მძიმეა და დაინტერსდა, იცის თუ არა ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მერობის კანდიდატმა, მმართველი პარტიიდან, ამ პრობლემების შესახებ.

ზვიად სიჭინავამ მისთვის განკუთვნილი დრო ლაშა გოგიასთან ოპონირებისთვის გამოიყენა, რის საშუალებასაც პირველი არხის დებატების ფორმატი იძლევა.

ლაშა გოგიამ დომენტი სიჭინავას კითხვაზე, აუღია თუ არა 9 თვის განმავლობაში პრემია, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პრემია-დანამატი ერთხელ აიღო, ხელფასის 50%-ის ოდენობით.


®

 

Print