არჩევნები
დომენტი სიჭინავა ახალკახათის მოსახლეობას შეხვდა
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი სიჭინავა დღეს  სოფელ ახალკახათის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობა მერობის კანდიდატს არსებულ პრობლემებსა და იმ ზიანზე ესაუბრა, რაც აზიურმა ფაროსანამ მიაყენა.




ამას გარდა, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად, ახალკახათელები სოციალურ მდგომარეობას ასახელებენ. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი დიდი ხნის წინ ჩამოერთვათ და ახლა საარსებო წყარო არ გააჩნიათ.



დომენტი სიჭინავამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნო საკუთარი გეგმები და აღნიშნა, რომ ხალხმა უნდა ისწავლოს და მოითხოვოს ის, რაც მათ ეკუთვნით.


®
Print