არჩევნები
სიჭინავას მხარდამჭერი პოლიციის მხრიდან დაშინების ფაქტს უარყოფს
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორი სოფელ კახათში მამუკა დარსანია პოლიციაში დაბარებისა და დაშინების ფაქტს უარყოფს.  დასრანიას თქმით, ას ნათესავი გაეხუმრა.

„არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. მე ჩემს საქმეს ვაგრძელებ. როცა გავიგე, რომ მეგობარი გამეხუმრა, ინფორმაცია უკვე გავრცელებული მქონდა და ვერაფერს შევცვლიდი“, - განაცხადა მამუკა დარსანიამ.

ის მის მიერ დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს.

„არ მინდა ამ დაკითხვაზე ტელეფონით ვისაუბრო, არ გეგონოთ რამის მეშინია... ვაგრძელებ დომენტი სიჭინავას მხარდამჭერთა რიგებში ყოფნას“, -აღნიშნა დარსანიამ 

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორმა სოფელ კახათში მამუკა დარსანიამ დილით განაცხადა, რომ პოლიციის სამმართველოდან დაუკავშირდნენ და დაკითხვაზე დაიბარეს, მაშინ როდესაც მისი მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისვლას არ აპირებდა. 

აღნიშნულ ფაქტი შს სამინისტრომ უარყო.


ამავე თემაზე:

დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს
Print