არჩევნები
განმუხურის სანაპიროზე 75 ჰექტარის მიწის ფართობის განაშენიანება იგეგმება (ვიდეო)
განმუხურის სანაპირო ტერიტორიაზე სასტუმროები, საცხოვრებელი ფართები, საზოგადოებრივი და გასართობი დაწესებულებები აშენდება. განაშენინების გეგმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ხურო“ წარადგინა.

საპროექტო-სამშენებლო კომპანიის დირექტორის დავით მელქაძის თქმით, განმუხურის სანაპიროზე 75 ჰექტარი მიწის ფართობის განაშენიანება იგეგმება.



„ზუგდიდის მუნციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი, გავიმარჯვეთ და გავაფორმეთ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ტექნიკური დავალების შესრულება და დრო. ჩვენც შევასრულეთ ეს დავალება და წარმოავდგინეთ პროექტი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფიზიკურად არ არის მოსახლეობა, გარდა ერთი ქალბატონისა, რომელსაც მიწა გაფორმებული არა აქვს, დანარჩენ ტერიტორიას ჰყავს მეპატრონეები, მათთან ჩვენ გვაქვს საპროექტო წინადადება“, - განაცხადა დავით მელქაძე.

საკრებულომ წარმოდგენილ პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. დეპუტატებს განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებუთ კითხვები არ დაუსვამთ.



Print