არჩევნები
„თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში კანდიდატები წარადგინა (ვიდეო)
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდის 12 სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობისა და სამეგრელოს 7 ქალაქის მერობის კანდიდატი წარადგინა.

ზუგდიდში სიის პირველი ნომერი და ოდიშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიიდან გურგენ სართანია იქნება.

დარჩელი - კონსტანტინე სორდია

ოქტომბერი - ალიოშა ალანია

ძველი აბასთუმანი - ზვიად კუტალია

კოკი - ირაკლი ხუბუა

ყულიშკარი - დავით ფიფია

შამგონა - ვარლამ ბოკუჩავა

დიდინეძი - ავთანდილ ჩახაია

ერგეტა - სპარტაკ შენგელია

ახალკახათი - ზვიად აბსანძე

ცაიში - ბაჩუკ ნარუშვილი

კახათი - ხვიჩა ოთხოზორია




მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღესვე ზუგდიდის გარდა სამეგრელოს სხვა ქალაქების სიის პირველი ნომრებისა და მერობის კანდიდატების ვინაობა გახდა ცნობილი:

სენაკი - ზაზა სიჭინავა

მარტვილი - მურად გვაზავა

აბაშა - გელა კაჭარავა

ხობი - ედიშერ წურწუმია

წალენჯიხა - ბესიკ კვარაცხელია

ჩხოროწყუ - რამაზ ლაგვილავა

პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა შევძლოთ და დავასრულოთ ორპარტიული მონოპოლია „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“. ის შეურაცხყოფა, რაც მმართველმა პარტიამ მიაყენა ზუგდიდს კუდის ყოფილი თანამშორომლის მერად წარდგენის, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, - აღნიშნა კუკავამ.

სიის პირველი ნომრის გურგენ სართანიას თქმით კი მთავარი პრიორიტეტი და გამოწვევა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით არსებული პრობლემები მოვუგვაროთ მოსახლეობას და ერთად ავიღოთ პასუხიმგებლობა ამაზე“, - თქვა სართანიამ.




კახა კუკავას დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატი არ წარუდგენია. მისი თქმით, კონსულტაციები დამოუკიდებელ კანდიდატთან მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია ორშაბათს გამოაცხადებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნები საქართველოში 21 ოქტომებრს გაიმართება. 

ამავე თემაზე:

კუკავას პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, შესაძლოა, კანდიდატურა სიჭინავას სასარგებლოდ მოხსნას

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სააღდგომო არდადეგები 3-დან 6 მაისის ჩათვლით იქნება.
23 / აპრილი 2024
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 3 თვის განმავლობაში უაქციზო საქონლის შენახვა- გადაზიდვის 271 ფაქტი გამოავლინა.
22 / აპრილი 2024
ზუგდიდის  შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე რეჟისორი გიორგი კაშია დაინიშნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.