არჩევნები
დევნილებს არჩევნებში ხმის მისაცემად დევნილის მოწმობის წარდგენა აღარ სჭირდებათ
იძულებით გადაადგილებულ პირებს არჩევნებში ხმის მისაცემად, სტატუსის დამადასტურებელი - დევნილის მოწმობის წარდგენა საარჩევნო უბანზე აღარ დასჭირდებათ. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ეს არის ახალი ცვლილება, რის მიხედვითაც დევნილებს არ მოეთხოვებათ დევნილის მოწმობა და ისინის ხმის მიცემას პირადობის მოწმობის ან პასპორტით შეძლებენ.

„ წინა არჩევნებზე დევნილის შემთხვევაში აუცილებელი იყო პასპორტთან ან პირადობის მოწმობასთან ერთად, დევნილის მოწმობის წარდგენაც. კანონში ცვლილება შევიდა , რომლის თანახმადაც, ყველა დევნილი , ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მოქალაქე, თუკი არის ამომრჩეველთა სიაში, მას არ დასჭირდება დამატებით დევნილის მოწმობის წარდგენა", - აღნიშნა მესხმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.


Print