არჩევნები
უგულავა ზუგდიდში: დროა, საქართველოს ყველაზე ევროპულ ქალაქში ავირჩიოთ ქალი მერი (ვიდეო)
"ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდის სკეიტ-პარკში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მისი არჩევის შემთხვევაში, ზუგდიდში პენსიებისა და სოციალური შემწეობის გაზრდა და 3000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.

„კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა და გადასახადების 10 %-ით დაწევა ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის. ოთხი წლის განმავლობაში 3 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა სრულიად რეალურია. აუცილებელია, რომ არსებული სოციალური ფონი დავძლიოთ და სამუშაო ადგილების შექმნით ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ საკუთარი ოჯახების რჩენა“, - განაცხადა ქებურიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ქებურიას ქალაქის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან პენსიის - 25, ხოლო სოციალური შემწეობის 70 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.


„ზუგდიდს აქვს შანსი, საქართველოს ყველაზე ევროპულ ქალაქში ლელა ქებურია აირჩიოს მერად და დაამსხიოს ის სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ქალებს მაღალ თანამდებობზე არ ირჩევენ. უპატრონოდ მყოფი რეგიონების ხანა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა უგულავამ.

შეკრებილებს სიტყვით პარტიის წევრმა ლაშა დამენიამაც მიმართა და მათ არჩევნებზე მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საარჩევნო პროგრამის წარდგენას „ევროპული საქარველოს“ ლიდერები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.