არჩევნები
დომენტი სიჭინავა კლინიკა "გულის" თანამშრომლებს შეხვდა
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი სიჭინავა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს კლინიკა "გულის" თანამშრომლებს შეხვდა.

დომენტი სიჭინავამ მედიკოსებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. მერობის კანდიდატის განცხადებით, ნებისმიერ სფეროში მეტი პროფესიონალია საჭირო და ამისთვის ხელშეწყობა აუცილებელია. 



მისივე თქმით, პარტიული კუთვნილებით კადრების შერჩევა უნდა დასრულდეს და ყველა პროფესიონალს დასაქმების საშუალება უნდა მიეცეს. მედიკოსებმა აღნიშნეს, რომ, პირველ რიგში, კლინიკები თანამედროვე სტანდარტებით უნდა აღიჭურვოს.

®
Print