არჩევნები
დომენტი სიჭინავა: მე არ ვპირდები ხალხს იმას, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა დღეს სოფელ ურთას მოსახლეობას და ქალაქ ზუგდიდში, კოსტავასა და გაგარინის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო. სიჭინავას განცხადებით, ხალხს რეალური თვითმმართველობა უნდა გადაეცეს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი აქტიურად უნდა ჩაერთონ.

„თუკი იქნება ამომრჩევლისგან ჩემი ზუგდიდის მერად არჩევის ნება, ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად და მათი მხარდაჭერით, შევძლებ მეტი ვიშრომო და ვიზრუნო ჩემს მშობლიურ ქალაქზე. მე არ ვპირდები ხალხს იმას, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ. მათ უნდა დაუკვეთონ საკუთარ არჩეულ ხელისუფლებას, რა სჭირდებათ. ხალხს მოვუსმენ და სწორედ მათ მოთხოვნებს შევასრულებ“, - განაცხადა ამომრჩევლებთან შეხვედრისას სიჭინავამ.




შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ ისინი დამოუკიდებელ კანდიდატს ნდობას უცხადებენ და მზად არიან 21 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭირონ.

"მას აქვს დიდი მოტივაცია, რომ ბევრი კარგი პროექტი განახორციელოს ზუგდიდში. რაც მთავარია, ის ეიმედებათ ზუგდიდელებს. ამიტომაც საჭიროა ყველა გაერთიანდეს მის გარშემო და მხარი დავუჭიროთ დომენტი სიჭინავას“, - განაცხადეს შეხვედრის დასასრულს კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებმა.

®
Print