არჩევნები
ზუგდიდში ენმ-ის ოთხმა წევრმა კანდიდატურა მოიხსნა
ზუგდიდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს განცხადებით მიმართეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკუთარი კანდიდატურების მოხსნის შესახებ. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა დაუდასტურა.

„დღეს შემოვიდა განცხადება დარეგისტრირებული ოთხი პირის კანდიდატურების მოხსნის შესახებ. ესენი არიან გელა თოლორაია, გოდერძი კუკავა, ლევან მაქაცარია და გიორგი თოფურია“, - თქვა მესხმა.




გარდა ამისა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა პარტიაც დატოვეს.

გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავჯდომარე და პროპორციული სიის პირველი ნომერი ანი წითლიძე.

გელა თოლორაია კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, გოდერძი კუკავა - ცაიშის, ლევან მაქაცარია - ყულიშკარის. რაც შეეხება გიორგი თოფურიას, ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სიით იღებდა მონაწილეობას.
Print