არჩევნები
დომენტი სიჭინავამ სოფელ ჭკადუაშში გაბისონიების შეჭირვებული ოჯახი მოინახულა
სოფელ ჭკადუაშში, დღეს, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი სიჭინავამ სოციალურად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ანიკო გაბისონიას ოჯახი მოინახულა.

ოჯახში სამი მწირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, რომელთაგან ყველაზე უმცროსს, 4 წლის ბავშვს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. გაბისონიების ოჯახის ყველა პატარა წევრს ორი წლის წინ ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მას შემდეგ, უკვე ორი წელია, ექიმთან არ ჰყოლიათ, რადგან გაბისონიებს ამის საშუალება არ აქვთ. რთულია ოჯახში შუათანა ბავშვის მდგომარეობაც, რომელიც, ბებიის თქმით, გასულ წელს ზუგდიდიდან ემერჯენსით ქუთაისში გადაიყვანეს და სიკვდილს იქ გადაარჩინეს.

გაბისონიების თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათგან დახმარება დაპირების მიუხედავად, არ მიუღიათ. ამას გარდა, ოჯახის საცხოვრებელი პირობები მძიმეა, სახლში წვიმის დროს წყალი ჩამოდის. 

როგორც გაბისონიების მეზობლები ამბობენ, მათ საკვების ფულიც არ აქვთ და როგორც წესი, მეზობლების დახმარებით ირჩენენ თავს, რომლებიც, მათივე თქმით, თავადაც ძალიან რთულ პირობებში იმყოფებიან.

გაბისონიების ოჯახი იმედოვნებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, დომენტი სიჭინავა მათ და მათ მსგავს პირობებში მყოფი ხალხის პრობლემებს გაითვალისწინებს და მოგვარებას დაიწყებს.

®
Print