არჩევნები
ამომრჩეველი დომენტი სიჭინავას - გვეიმედებით
„ჩვენ თქვენ გვეიმედებით და გვჯერა ამ სიტყვების, როგორც საკუთარი თავის“, - ამ სიტყვებით მიმართეს ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, დომენტი სიჭინავას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე წაღვერის და ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებმა.

მერობის კანდიდატმა შეკრებილებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის მთავარი თეზისები გააცნო და მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. დომენტი სიჭინავას განცხადებით, მთავარია, მოსახლეობამ სწორად შეაფასოს წარმოდგენილი კანდიდატები, გაეცნოს მათ სამოქმედო გეგმებს და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

„ესაა მთავარი - ვისწავლოთ მოთხოვნა. ირწმუნეთ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია თქვენ წინაშე და არა პირიქით.მოითხოვეთ ის, რაც გეკუთვნით. მე თქვენ არაფერს გპირდებით ერთის გარდა - თქვენთან ერთად ვიქნები და ბოლომდე დავიცავ თქვენს ინტერესებს. გპირდებით, რომ არ ჩავიკეტები მერის კაბინეტში და არ დავემალები არცერთ  თქვენგანს. გპირდებით, რომ თქვენთან ერთად, საზოგადოების ჩართულობით დავგეგმავთ ჩვენს მომავალს და საჭიროებებს. მიდით არჩევნებზე, გააკეთეთ გულით არჩევანი და მოითხოვეთ ხელისუფლებისგან ის, რაც გასაკეთებელია“, - განაცხადა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა.



მოსახლეობის თქმით, დომენტი სიჭინავა ერთადერთია მერობის კანდიდატებს შორის, რომელიც მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს და რეალურად აქვს შესაძლებლობა ზუგდიდისთვის სასიკეთო პროექტები განახორციელოს.

„უყვარს თავისი ქალაქი, კაცს, რომელსაც შეუძლია იშრომოს და გააკეთოს ხალხისთვის კარგი საქმეები. მე მჯერა, რომ ზუგდიდი სწორად შეაფასებს მის შესაძლებლობებს და სწორ არჩევანს გააკეთებს. ის იქნება ყველაზე უკეთესი მერი, რადგან არ იქნება დამოკიდებულიპარტიაზე“, - განაცხადა შეხვედრაზე ზუგდიდის მკვიდრმა კოტე ჩილაჩავამ.


®



Print