არჩევნები
ენმ: „ქართული ოცნება“ ჩვენი კანდიდატებისა და ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათი კანდიდატებისა და ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მმართველი პარტიის შტაბის წევრები, სუს-ის თანამშობლებთან ერთად, სხვადასხვა სოფელში მათ წარმომადგენლებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ.

„ორი ღამეა, სოფლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებთან და უშაულო ხელმძღვანელებთან დავით კოდუასთან, მამუკა წოწერიასთან და მაიზერ ნანავასთან ერთად დადიან და ჩვენს ამომრჩევლებს თანხის სანაცვლოდ სთავაზობენ, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე“, - აღნიშნა წითლიძემ.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, მმართველი გუნდი გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ისინი ენმ-ის გამარჯვებას ელოდებიან.

წითლიძე სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული ფაქტებით დაინტერესებისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

თავის მხრივ, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და მსგავს განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებენ.


Print