არჩევნები
ლევან კონჯარია: ჩვენი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლევან კონჯარიამ ხმა #16-ე საარჩევნო უბანზე მისცა, სადაც ის შვილებთან და კოლხეთის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ვახტანგ ეზუგბაიასთან ერთად მივიდა.

მან აღნიშნა, რომ ხმა საქართველოს და ქვეყნის წინსვლას მისცა და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

„დაძაბული სიტუაცია იყო, ქალაქშიც ნახავთ ჩვენი ბანერები და სარეკლამო პლაკატები უმცირეოსაბაშია, იყო ჩამოხევები და ზეწოლები, მაგრამ ჩვენ მაინც მყარად ვდგავართ და ჩვენი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. მინდა გითხრათ დღევანდელი დღე არის საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტი, როცა მოსახლეობამ სწორი კურსი და სწორი გზა უნდა აირჩიოს“, - განაცხადა კონჯარიამ.

Print