არჩევნები
ანა წითლიძე: კახათში „კარუსელის“ მცდელობა იყო (ვიდეო)
ენმ-ის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ კახათის #49-ე საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელის მცდელობა იყო. "ენმ"-ის ერთ-ერთი ლიდერის ანი წითლიძის თქმით, დაახლოებით, 10-მდე ადამიანი,სავარაუდოდ, გაყალბებული პირადობის მოწმობებით ცდილობდა უბანზე შესვლას და ხმის მიცემას. მისივე ცნობით, ამის საშუალება მათ ადგილობრივებმა არ მისცეს.

„სავარაუდოდ, იგივე ადამიანები იყვნენ ნარაზენში და კახათის სხვა უბნებშიც. ეს ჯგუფები უშუალოდ იმართებიან „ოცნების“ საიდუმლო შტაბის მიერ“, -თქვა მან.

ენმ-ის ინფორმაციით, მსგავსი კარუსელების მოწყობა ზუგდიდის ყველა სოფელში იგეგმება.

აღნიშნულ ფაქტს უარყოფს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა თოლორაია. მისი ინფორმაციით, ამომრჩევლის გაბრუნების ფაქტი ან და უბნის გარეთ ჩოჩქოლო არ ყოფილა.

"ენმ"-ის ინფორმაციით მსგავსი კარუსელების მოწყობა ზუგდიდის ყველა სოფელში იგეგმება და მას ორგანიზებას "ქართული ოცნების" ე.წ საიდუმლო შტაბი დავით დავითულიანის ხელმძღვანელობით უწევს.



Print