ახალი ამბები
ლელა ქებურია: ხმა მივეცი განვითარების პერსპექტივას (ვიდეო)
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ ხმა ზუგდიდის #29-ე საარჩევნო უბანზე მისცა, სადაც ის თავის უმცროს ქალიშვილთან ერთად მივიდა. ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში მან აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ზუგდიდელებისთვის.

„მნიშვნელოვანია დაცული იყოს თითეული მათგანის ხმა და არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს. მე ხმა მივეცი განვითარების პერსპექტივას და თითოეული ზუგდიდელის განვითარებაზე ორიენტირებულ ადგილობრივ თვითმმართველობას“, - თქვა ლელა ქებურიამ.



მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის სერიოზული დარღვევები არ ფიქსირდება, თუმცა, მან დასძინა, რომ გაუჭირდება წინსაარჩევნო გარემოს დადებითად შეფასება, ერგეტაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მის მეუღლეს გელა ჯიქიას სცემეს.



Print