არჩევნები
„ქართული ოცნება“: ენმ-ს მოვუწოდებთ ცრუ ბრალდებების ნაცვლად ფაქტებით ისაუბრონ
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ე.წ. კარუსელების მცდელობასთან დაკავშირებით უარყოფენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავს პრაქტიკას ისინი არ იყენებენ.

„ჩვენ ვატარებთ თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს და კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მხრიდან არანირ დარღვევას და გადაცდომას ადგილი არ ქონია. ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებთ, ცრუ ბრალდებების ნაცვლად დადასტურებული ფაქტებით ისაუბრონ“, - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

ენმ-ის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ კახათის #49-ე საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელის მცდელობა იყო. მისივე თქმით, დაახლოებით, 10-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, გაყალბებული პირადობის მოწმობებით, ცდილობდა უბანზე შესვლას და ხმის მიცემას.

მისივე ცნობით, ამის საშუალება მათ ადგილობრივებმა არ მისცეს. ენმ-ის ინფორმაციით, მსგავსი კარუსელების მოწყობა ზუგდიდის ყველა სოფელში იგეგმება.

ამავე თემაზე:

ანა წითლიძე: კახათში „კარუსელის“ მცდელობა იყო (ვიდეო)
Print