არჩევნები
ლაშა გოგია ამომრჩეველს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს (ვიდეო)
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად ოჯახთან ერთად მივიდა. მან ხმა #84-ე უბანზე მისცა. მისი შეფასებით, არჩევნები დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ტარდება.




„თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია, მინდა ყველა ამომრჩეველს მივმართო დააფიქსირონ საკუთარი ხმა და იყოს მეტი აქტივობა. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის  - ძლიერი მუნიციპალიტეტი ძლიერ საქართველოს ნიშნავს“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ზუგდიდის მერობის თითქმის ყველა კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

Print