არჩევნები
„სამართლიანი არჩევნები“: 46-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა ხმა ორჯერ მისცეს
„სამართლიანი არჩევნების“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი ზუგდიდის სოფელ ინგირის #46-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილებას ითხოვს. დავით აქუბარდიას განმარტებით, გადასატანი ყუთის სიაში 35 ხელმოწერა დაფიქსირდა, მათ შორის, იმ ამომრჩევლების, რომელთაც ხმა საარჩევნო უბანზეც მისცეს.

„35 ადამიანიდან ორმა ხმა გადასატანი ყუთის საშუალებითაც მისცა და უშუალოდ საარჩევნო უბანზეც. ჩვენ დავწერეთ საჩივარი და ვითხოვთ გადასატანი ყუთის ბიულეტენების ბათილად ცნობას“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის მირანდა მესხის განმარტებით, საჩივარი უკვე შემოვიდა და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 
Print