არჩევნები
ინგირის 46-ე საარჩევნო უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა
ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირის 46-ე საარჩევნო უბანზე მმართველი პარტიის კანდიდატმა ლაშა გოგიამ 206 ხმით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე კი 79 ხმით ენმ-ის კანდიდატი ლევან კონჯარია გავიდა. დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი სიჭინავამ - 27, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა ლელა ქებურიამ - 30, ყველაზე ნაკლები 1 ხმა კი „პატრიოტთა“ ალიანსის კანდიდატმა გოგიტა ბიგვავამ აიღო.

რაც შეეხება პარტიულ სიას, "ქართული ოცნება" 212 ხმით ლიდერობს, მეორე ადგილზე 85 ხმით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".

ინგირის 46-ე საარჩევნო უბანზე „სამართლიანმა არჩვევნებმა“ გადასატან ყუთთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა. დავით აქუბარდიას განმარტებით, გადასატანი ყუთის სიაში 35 ხელმოწერა დაფიქსირდა, მათ შორის, იმ ამომრჩევლების, რომელთაც ხმა საარჩევნო უბანზეც მისცეს.ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის მირანდა მესხის განმარტებით, საჩივარი უკვე შემოვიდა და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.



Print