არჩევნები
პირველადი მონაცემებით ზუგდიდში ლაშა გოგია ლიდერობს
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 107 უბნიდან 80 უბნის მონაცემია დათვლილი. ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლაშა გოგიას ხმების 53, 79 % აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ხმა 17 932-მა ამომრჩეველმა მისცა, მეორე ადგილზე კი - ენმ-ის კანდიდატი ლევან კონჯარიაა 20, 8 %-ით, რაც 6 935 ხმას უდრის. 

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი სიჭინავამ 14, 77 % მიიღო, რომელიც 4 925 ხმის ტოლია,  „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა ლელა ქებურიამ კი 9,18 % ანუ  3 061 ხმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა, არსებული მონაცემებით, ხმების 1, 24 %, სულ 413 ხმა მოაგროვა, ბოლო ადგილზე კი ვაშაძის პარტიის კანდიდატი გიზო სტურუაა 0, 22%-ით, რაც 74 ხმას უდრის. 





Print