არჩევნები
წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა
ცესკოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 107 უბნიდან 80 უბნის მონაცემებია დათვლილი. პროპორციული სიით პარტიებს შორის პროცენტები ასე გადანაწილდა. პირველ ადგილზე „ქართული ოცნება“ 19 444 ხმით ლიდერობს, რაც 54, 82 %-ს უდრის. მეორე ადგილზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ ხმების 23, 52 %-ით, რაც 8 343 ხმის ტოლია.

„ევროპულმა საქართველომ“ დათვლილი უბნების მონაცემების მიხედვით, სულ 5187 ხმა, ანუ 14, 62 % მიიღო, მეოთხე ადგილზე კი „ლეიბორისტული პარტია“ გავიდა ხმების 1,99 %-ით, რაც 707 ხმაა.

შემდეგ მოდის „თავისუფალი საქართველო“ 647 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 1, 82 %-ს შეადგენს, „პატრიოტთა ალიანსი“ 566 ხმით, რაც 1, 59%-ია, 427 ხმა, ანუ 1, 2% მიიღო „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზამ“, ყველაზე ნაკლები 143 ხმა კი „რესპუბლიკურმა პარტიამ" მიიღო და 0, 4 % მოაგროვა.

Print