არჩევნები
მარტვილში, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს
მარტვილის 65-ე სარჩევნო ოლქში 39 უბნიდან 25 უბანია დათვლილი. პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ს, ჯერჯერობით, ვერცერთი კანდიდატი ვერ ლახავს. პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავაა, რომელმაც 6143 ხმა მიიღო, რაც 47, 81 %-ს შეადგენს, მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა დანელიაა 4 655 ხმით, რაც 36, 23 %-ია.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს გიორგი რუხაიას 1972-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც საერთო რაოდენობის 15.35 %-ს შეადგენს, „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ კანდიდატმა ნოდარ მატკავამ - 0.61 %, სულ 78 ხმა აიღო.


Print