არჩევნები
ჩხოროწყუში, პირველადი მონაცემებით, დათო გოგუამ გაიმარჯვა
ჩხოროწყუს 69-ე საარჩევნო ოლქში 27 უბნიდან მხოლოდ ერთი უბნის მონაცემებია დასათვლელი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით გოგუა ლიდერობს. მან ხმების საერთო რაოდენობის 68.56 % (7 924 ხმა) დააგროვა.

სხვა კანდიდატებისთვის მიცემული ხმები კი ასე გადანაწილდა:

რამაზ თოლორდავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) - 23.65 % (2733 ხმა)

მერაბ შელია ( ბაქრაძე-უგულავა, ევროპული საქართველო) - 7.16 % ( 827 ხმა)

ნუგზარ ჩორგოლაშვილი ( გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო) - 0.63 % ( 73 ხმა)




Print