არჩევნები
ლევან კონჯარია: ეს იყო უთანასწორო ბრძოლა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლევან კონჯარია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ გამარჯვების მისაღწევად ყველა უკანონო ხერხს მიმართა.

„ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები გააყალბა. მოსახლეობა დააშინა, ხალხი ძალით გამოიყვანა... ყველაფერი გააკეთეა, ყველა უკანონო ხერხს მიმართა, რომ ამ შედეგისთვის მიეღწია, ეს იყო უთანასწორო ბრძოლა“, - ასე შეაფასა არჩევნები საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით (107-დან დათლილია 80 უბანი), 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 8 343 ხმა მიიღო (23, 52 %). ლევან კონჯარიამ კი ხმების საერთო რაოდენობის 20, 8 % , რაც 6 935 ხმას უდრის.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს, როგორც ყველაზე სამათლიანი და დემოკრატიული.
Print