არჩევნები
ენმ მარტვილსა და ქუთაისში მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლისტაბჭოს გადაწყვეტილებით პარტია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. შესაბამისად, მარტვილსა და ქუთაისში ენმ-ის მერობის კანდიდატები მამუკა დანელია და გრიგოლ ვაშაძე არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, აღნიშნულ ქალაქებში მეორე ტური მაინც გაიმართება. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ადგილზე გასული, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, ბიულეტენებზე მაინც იქნება აღნიშნული.

ენმ მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლო ჩატარებას ასახელებს.

Print