არჩევნები
მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს ჩატარდება
თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნული თარიღი ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გამოაცხადა.

მეორე რაუნდი 1 თვითმმართველ ქალაქში - ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში ჩატარდება.

მარტვილში მეორე ტურში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია მიიღებენ.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცესკოს მონაცემების მიხედვით, გრიგალავამ ხმების 49,76% მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა კი - 35,81%. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-მ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მერის არჩევნების მეორე რაუნდი მარტვილში მაინც გაიმართება.


Print