არჩევნები
ზუგდიდის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს ჩატარდება
თვითმმართველი თემის ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განუცხადა. მისივე თქმით, წარმომადგენლობითი ორგანოს პირველ სხდომას თავად გახსნის.

„ცესკომ მოიწვია საკრებულოს პირველი სხდომა, რომელსაც მე გავხსნი“, - აღნიშნა მესხმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომებრს გაიმართა. მოსახლეობამ ზუგდიდის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლაშა გოგია აირჩია. უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი მმართველი გუნდი საკრებულოში, რომელსაც ორგანოში 33 მაჟორიტარი დეპუტატი და პარტიული სიის 9 წევრი ეყოლება.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არჩეულ საკრებულოში ენმ-ის ერთი მაჟორიტარი და პროპორციული სიის ოთხი, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 2 წარმომადგენელი ეყოლება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ახალი საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობა
Print