არჩევნები
მარტვილში მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად კალაძე და კობახიძე ჩავიდნენ
“ქართული ოცნების“ მარტვილის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გრიგალავას მხარდასაჭერად თბილისის ახლადარჩეული მერი და პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდნენ. კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე კახი კალაძისა და ირაკლი კობახიძის გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიც იმყოფებოდა. მათ მოსახლეობას არჩევნებზე მოსვლისა და გრიგალავას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცესკოს პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49,76% მიიღო. მეორე ადგილზე კი ენმ-ის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა 35,81%-ით. შესაბამისად, მეორე ტურში, რომელიც 12 ნოემბერს ჩატარდება, ბიულეტენებზე ყოფილი და მმართველი პარტიების კანდიდატები იქნებიან აღნიშნულნი. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-მ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მერის არჩევნების მეორე რაუნდი მარტვილში მაინც გაიმართება.


ამავე თემაზე:

მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ს საჩივრები არ დააკმაყოფილა
Print