არჩევნები
ხვალ მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ხვალ საქართველოს ერთ თვითმმართველ ქალაქში და ხუთ თვითმმართველ თემში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. მერის პოზიციაზე მარტვილში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა იყრის კენჭს. რაც შეეხება ენმ-ის კანდიდატს მამუკა დანელიას, ის მეორე რაუნდში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა, ბიულეტენზე მაინც იქნება აღნიშნული.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცესკოს პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49,76% მიიღო. მეორე ადგილზე კი ენმ-ის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა 35,81%-ით.

მარტვილის გარდა, ხვალ მერებს აირჩევენ ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომსა და ოზურგეთსა შედგება.

ხვალიდან უფლებამოსილების შესრულებას 58 უკვე არჩეული მერი დაიწყებს.


ამავე თემაზე:

მარტვილში, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს

მარტვილში მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად კალაძე და კობახიძე ჩავიდნენ 

მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ს საჩივრები არ დააკმაყოფილა 

ენმ მარტვილსა და ქუთაისში მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს
Print