არჩევნები
საოლქო კომისია: ამ დროისთვის მარტვილში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
12 საათის მონაცემებით მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში კენჭისყრაში მონაწილეობა 2739-მა მოქალაქემ მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 11, 45%-ს შეადგენს. სულ მარტვილში 31 531 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მარტვილის # 65 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარია გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია.

მისივე თქმით, 21 ოქტომბერს 12 საათისთვის საკუთარი არჩევანი ამომრჩევლების 20%-ზე მეტმა დააფიქსირა.

ამავე თემაზე:

"ქართული ოცნების" მარტვილის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

მარტვილში ამ დროისთვის ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა 

მარტვილის 65-ე ოლქში არჩევნები ექსცესების გარეშე გაიხსნა
Print