არჩევნები
მარტვილში კენჭისყრის პროცედურა დასრულდა
მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქის 39-ვე უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. ბოლო, 20 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი სულ 12 591 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 38, 56%-ია.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას შეფასებით, აქტივობა მეორე ტურისთვის მაღალია. მისივე ცნობით, დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა.



მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქის 39-ვე უბანი დროულად და დარღვევების გარეშე გაიხსნა. აქ სულ 31 531 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მერის პოზიციაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა იყრიდა კენჭს. რაც შეეხება ენმ-ის კანდიდატს მამუკა დანელიას, მან მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა ის, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ბიულეტენზე მაინც იყო აღნიშნული.



21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცესკოს მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49,76% მიიღო. მეორე ადგილზე კი ენმ-ის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა 35,81%-ით.


Print