არჩევნები
მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა გახდა
#65 საოლქო საარჩევნო კომისიამ მარტვილის 39 უბნის მონაცემები უკვე დააჯამა. "ქართული ოცნების"მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 11, 480 ხმა მიიღო, რაც 93.04 % უდრის.

რაც შეეხება მამუკა დანელიას, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა 859 ხმა მიიღო, რაც 6.96 % ნიშნავს. უარის თქმის მიუხედავად, ენმ-ის კანიდატი, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ბიულეტენზე მაინც იყო ასახული.

საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 31 531 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 12 629-მა დააფიქსირა. აქედან, 283 ბიულეტენი გაბათილდა.

Print