ახალი ამბები
ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო ნომრები განსაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკოს ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის მიზნით მათ 46-მა საარჩევნო სუბიექტმა/საინიციატივო ჯგუფმა (მათ შორის 26 საინიციატივო ჯგუფი და 20 პოლიტიკური პარტია) მიმართა.

პარტია „წმინდა ილია მართლის საზოგადოებას“ და საინიციატივო ჯგუფს (შემადგენლობა: ბექა სახვაძე, მზიური შონია, ნინო მეტრეველი, ჯაბა ჯიქურაშვილი, მარიამ გელაშვილი) კი უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე.

წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა 34-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო. დანარჩენებს კი რიგითი ნომრები მოთხოვნის საფუძველზე მიენიჭათ.

ცესკოს სხდომაზე 44 კანდიდატს განესაზღვრა ნომერი, მათ შორის: სალომე ზურაბიშვილი - 48, ზურაბ ჯაფარიძე - 36, დავით უსუფაშვილი - 25, გიორგი შენგელაია - 43, 21- კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველო“. „ევროპულ საქართველოსა“ და ნაციონალურ მოძრაობას კი ნომრები შეუნარჩუნდათ, შესაბამისად, დავით ბაქრაძის საარჩევნო ნომერი -2, გრიგოლ ვაშაძის კი  5 იქნება.




Print