არჩევნები
პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ამ დროის მონაცემით, საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან, 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ თქვა, რომ კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12 დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.

არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ. ქედან ცესკოს ინფორმაციით, 21 კანდიდატობის მსურველს რეგისტრაციეზე სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო ეთქვა უარი. 


ამავე თემაზე:


ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო ნომრები განსაზღვრა


Print