არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი მთავარი იდეა0ა, დასრულდეს ის საბჭოთა წყობა, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები კარგად გრძნობენ თავს, დასრულდეს თავისი ფარული ჩანაწერებით და გაუთავებელი შურისძიებით ®️
საქართველო არც ისე ცუდად არის, ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს. არ შეიძლება, მუდამ ვიყოთ იმის ფიქრში, რა გვეშველება, რა მეშველება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.

წამყვანის კითხვაზე, რა არის ის ყველაზე მთავარი იდეა, რომლის აღსრულებისთვისაც საკუთარ თავს სთავაზობს ქართველ ამომრჩეველს, როგორც პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი იდეა არის, დასრულდეს ის საბჭოთა წყობა, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები კარგად გრძნობდნენ თავს, პოსტპოსტსაბჭოთა სისტემა უნდა დასრულდეს თავისი ფარული ჩანაწერებით, სიძულვილით, ერთმანეთის დასმენითა და გაუთავებელი შურისძიებით.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, პოლიტიკური ძალის ლიდერი, ის არის საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოების ლიდერი.

„ჩემი მთავარი იდეაა, რომ საქართველო არც ისე ცუდად არის. ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს. არ შეიძლება, მუდამ ვიყოთ იმის ფიქრში, რა გვეშველება, რა მეშველება. შევაბიჯეთ 21-ე საუკუნეში. სამოქალაქო საზოგადოება ბოლოსდაბოლოს უნდა ჩამოყალიბდეს და ამაში პრეზიდენტს ექნება ძალიან დიდი დანიშნულება. პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, პოლიტიკური ძალის ლიდერი, არის საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოების ლიდერი. მასთან ერთად საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, თავის უფლებები უნდა დაიცვას და ეს არის მთავარი ევროპული გეზი. დასრულება იმ ერთი საუკუნის, იმ საბჭოთა წყობის, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები კარგად გრძნობდნენ თავს, ერთი საუკუნე გავიდა და პოსტპოსტსაბჭოთა სისტემა უნდა დასრულდეს, თავისი ფარული ჩანაწერებით, სიძულვილით, ერთმანეთის დასმენითა და გაუთავებელი შურისძიებით. არ გვინდა წარსულში დაბრუნება, არავის დაბრუნება არ გვინდა, გვინდა დამშვიდებული და ახალი საზოგადოება, რომელიც თავის დაუცველ ფენებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს. ვიქნები ის ქალი პრეზიდენტი, რომელიც იზრუნებს იმ ფენებისთვის, რომლებიც დღეს არიან გაჭირვებაში, სჭირდებათ მეტი ყურადღება და სახელმწიფო რესურსების მათზე გადანაწილება. ეს იქნება ჩემი ევროპული საქართველო ხვალინდელი დღის, ჩემი ქართული საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.