არჩევნები
მირანდა მესხმა ზუგდიდში პირველადი მონაცემებით გამარჯვებული არ დაასახელა
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა ჟურნალისტებთან ოლქში, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა არ დაასახელა. მისი თქმით, ამის უფლებამოსილება არ გააჩნია და შედეგები ცესკოს ვებ-გვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

"მონაცემებს ვერ გამოვაცხადებ, რადგან ეს არაა მუნიციპალური არჩვენები და ცესკო დადებს ერთ საერთო შედეგს. შეგიძლიათ იხილოთ ცესკოს ვებ-გვერდზე", - გვითხრა მესხმა.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, სულ 120 616 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 48 717-მა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 40, 39 %-ია. მესხის ინფორმაციით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, სულ პროცედურული 17 დარღვევა დაფიქსირდა, რომელიც, როგორც მესხი განმარტავს, კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ მოახდენს.

პირველადი მონაცემებით, ზუგდიდში საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. 

ამავე თემაზე:

წინასწარი მონაცემებით ზუგდიდში გრიგოლ ვაშაძე იგებს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
29 / მარტი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
29 / მარტი 2024
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.