არჩევნები
საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი დამკვირვებელზე: ამას ან დოპინგი აკლია ან სექსი (ვიდეო)
#67 საოლქო კომისიის წევრებმა #20 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია „მოძრაობა ხალხისთვის“ დამკვირვებლის მირანდა ესებუას ორი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს.  ის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა. დამკვირვებლის მტკიცებით,  ერთ-ერთ ამომრჩეველს, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო, ხმა საარჩევნო უბანზე მიაცემინეს, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში, კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც ასევე გადასატანი ყუთის სიაში იყო, უბანზე  ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მაია გაწერელიამ კომისიის თავმჯდომარეს სალომე წულაიას ჰკითხა, თუ რატომ შეიქმნა გადასატან ყუთთან დაკავშირებით პრობლემები, კერძოდ რატომ მიიტანეს იმ ამომრჩევლებთან გადასატანი ყუთი, რომელსაც ეს არ მოუთხოვია. წულაიას კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა და თქვა, რომ ერთ-ერთი  ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ ჩაწერეს, თუმცა ზუსტად არ ახსოვს რომელმა კომისიის წევრმა გადაამოწმა ნამდვილად სჭირდებოდა თუ არა ამ ამომრჩეველს გადასატანი ყუთის მომსახურება.



აღნიშნული საჩივრის განხილვას მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. #20 უბნის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა საჩივრების ავტორს უთხრა, რომ ის მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა სიტუაციის არევას.

„ეს იყო სპექტაკლი, ეს ნამდვილი მსახიობია, სად ეძებენ „ნაციონალები“ ასეთებს. ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, რომ შენ გიჟად გამოგიყვანდა თვითონ კი მშვიდად იყო. ამ ქალს ან დოპინგი აკლია, ან შესაძლოა სექსი“, - თქვა უბნის კომისიის წევრმა ინგა ხუხუამ სხდომაზე.

საბოლოოდ, დამკვირვებლის მირანდა ესებუას საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აღნიშნული უბნის კომისიის თავმჯდომარეს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.