რეგიონი
ალექსანდრე მოწერელია ჯიხაშკარის მოსახლეობას შეხვდა ®️
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი ალექსანდრე მოწერელია ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. რეგიონის გუბერნატორი ადგილობრივებს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის შესახებ ესაუბრა და რეგიონში დაგეგმილი პროექტები გააცნო.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მოსახლეობას არაერთი საჭიროება აქვს და ყველაფერს გააკეთებს, ცენტრლურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მის მოსაგვარებლად.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები სისტემტიურად გაიმართება.


Print