არჩევნები
დააკისრა თუ არა ფოთის მერმა თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა არჩევნებში მარცხის გამო
"სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ფოთის მერმა ააიპ სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამსახურის თანამშრომელს მანანა ქაბზინაძეს დისციპლინური პასუხიმგებლობა მას შემდეგ დააკისრა, რაც მე-16 საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ ზურაბიშვილს არჩევნები მოუგო. ქაბზინაძე ამ უბნის თავმჯდომარეც იყო.

ფოთის მერიის პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ქაბზინაძეს დისციპლინური პასუხიმგებლობა 25 ოქტომბერს დაეკისრა.

„ქალბატონ მანანას და რამდენიმე თანამშრომელს დაუდგინდათ სამსახურებრივი გადაცდომა. აღნიშნულზე მოკვლევა ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო და 25 ოქტომბერს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა. შესაბამისად, არჩევნებთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს“, - გვითხრეს მერიაში.

თავად ქაბზინაძე მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას არჩევნების წაგებას არ უკავშირებს.

ამავე თემაზე:

ISFED: კორცხელში გამგებელმა პედაგოგებს ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა და ბიულეტენზე გვარის პირველი ასოს დაწერა დაავალა
Print