არჩევნები
მეოცე უბნის თავმჯდომარე: გაძევებული დამკვირვებელი ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს (ვიდეო)
ზუგდიდის მეოცე უბნიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორის" დამკვირვებელი ანა შონია გააძევეს. უბნის თავმჯდომარის სალომე წულაიას ინფორმაციით, შონია კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდა. ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რაში მდგომარეობდა დამკვირვებლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, წულაიამ ვერ გვიპასუხა.



“კომისიის წევრებმა მითხრეს ხელს გვიშლისო. რაღაცეებს ეჩურჩულებოდა მათ და ცდილობდა პროცესების პროვოცირებას”, -თქვა თავმჯდომარემ.

ამავე თემაზე:

გაერთიანებული ოპოზიცია: მეოცე უბანზე ჩვენი დამკვირვებელი გააძევეს. 
Print